ჩვენთვის, ყველასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ბათუმელმა იცხოვროს ღირსეულ, განვითარებულ, ლამაზ, მოწესრიგებულ, კომფორტულ და ევროპულ ქალაქში - თორნიკე რიჟვაძე

28 აპრილი 2024, 20:21 389 ნახვა

ჩვენთვის, ყველასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ბათუმელმა იცხოვროს ღირსეულ, განვითარებულ, ლამაზ, მოწესრიგებულ, კომფორტულ და ევროპულ ქალაქში. ამისთვის, აჭარის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთ, - ამის შესახებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმობის დღსასწაულთან დაკავშირებით განაცხადა.

რეგიონის მთვრობის მეთაურის თქმით, ყოველი გატარებული დღე ბათუმში დაუვიწყარია და ქალაქის თითოეული სტუმარი, თავის წილ ბათუმს, გულით დაატარებს.

"დღევანდელი დღე, ბათუმობის დღესასწაული თანაბრად უხარია დიდსა თუ პატარას, ბათუმელსა თუ ბათუმის სტუმარს.

 

ყოველი გატარებული დღე ბათუმში არის დაუვიწყარი და ქალაქის თითოეული სტუმარი თავის წილ ბათუმს გულით დაატარებს. განსაკუთრებულია ჩვენი ქალაქი თავისი ისტორიით, სტუმართმოყვარეობით, წარსულით, აწმყოთი და რა თქმა უნდა მომავლით.

 

ჩვენთვის, ყველასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ბათუმელმა იცხოვროს ღირსეულ, განვითარებულ, ლამაზ, მოწესრიგებულ, კომფორტულ და ევროპულ ქალაქში. ამისთვის, აჭარის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთ.

 

ბათუმმა არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის თუ ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით. ბათუმი უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებულ იქნა, როგორც ევროპის წარმატებული ტურისტული მიმართულება. ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წარმატება გავამყაროთ, კიდევ უფრო ღირსეული და სამართლიანი ქალაქი დავახვედროთ ჩვენს საპატიო სტუმრებს.

 

მსურს მივულოცო ბათუმის საპატიო მოქალაქეებს და საპატიო ბათუმელებს დღევანდელი აღიარება, ყველა თაობა ვალშია თქვენთან იმ გაწეული შრომისთვის, იმ წვლილისთვის, რაც თქვენ გაქვთ შეტანილი ჩვენი საყვარელი ქალაქის განვითარებაში, მის წინსვლასა და საუკეთესო მხრიდან წარმოჩენაში", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში