ყარამანიშვილის პასუხი

25 მარტი 2017, 00:00 2224 ნახვა

ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ერთ-ერთი მფლობელი ლევან ყარამანიშვილი, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ახალი შპს „რუსთავი 2-ს" დაფუძნებას ეხება. განცხადებას ყარამანიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს: ,,ამგვარი სქემა არის უმოკლესი გზა იმისკენ, რომ რუსთავი 2-ის აწმყოსა და მომავლის შესახებ გადაწვეტილება მიიღოს არა სრულმა კოლექტივმა, არამედ პირთა მცირე ჯგუფმა, რაც არასდროს ყოფილა ჩვენი ინიციატივის მიზანი და რაც ეწინააღმდეგება როგორც ტელეკომპანიის, ასევე მისი თანამშრომლების დიდი უმრავლესობის ინტერესებს. სწორი ფინანსური მენეჯმენტის და ხარჯების მკაცრი კონტროლის პირობებში, სრულიად რეალისტურია კომპანიის გაყვანა მოგებაზე და დივიდენდების დარიგება. ამიტომ, მიუღებელია გენერალური დირექტორის მიერ დღეს გაჟღერებული მინიშნება, რომ ტელეკომპანიაში დივიდენდი არასდროს იქნება,"-ნათქვამია ლევან ყარამანიშვილის განცხადებაში. ნიკა გვარამიას თქმით კი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის არხის თანამშრომლები ახალ შპს „რუსთავი 2-ის გუნდს“ დააფუძნებენ, რომელიც ტელევიზიის 91%-ის მფლობელებისგან ლევან და გია ყარამანიშვილებისგან აქციათა საკონტროლო პაკეტს მიიღებს. თუ ვინ იქნება ახალ შპს-ში, ამის შესახებ დღეს, დაგეგმილ შეკრებაზე იმსჯელებენ. გვარამიას განმარტებით, ახალ შპს-ში გაერთიანებული ადამიანების ინტერესი დივიდენდების მიღება არ იქნება.

ამავე კატეგორიაში