საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია

25 მარტი 2017, 00:00 2239 ნახვა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკას სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება აწუხებს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი კი აცხადებს, რომ ,,საქართველოს საკითხი აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში. როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების თემა.  გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანასპონსორი გახდა 43 სახელმწიფო. ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაერო-ს სპეციალურმა ორგანომ მიიღო საქართველოს საკითხზე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი