‘'დებატები ბათუმში'' - პროექტის ფინალური შეხვედრა გაიმართა ბათუმის საკრებულოში. მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ახალგაზრდების მუნიციპალურ საქმიანობაში ჩართულობის საკითხებზე იდებატეს, დებატების ჩემპიონატში 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელთაგან ნახევარფინალში 8 გუნდი, ხოლო ფინალში 4 გუნდი გადავიდა.
აჭარაში გამარჯვებული გუნდი შემდგომ უკვე ქვეყნის მასშტაბით გამართულ დებატების ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
პროექტს ბათუმის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ახორციელებს.