უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 101 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

24 აპრილი 2024, 10:05 336 ნახვა

რუსულმა ძალებმა გვიან ღამით, ხარკოვზე მორიგი იერიში მიიტანეს. რაკეტების სამიზნეში, საცხოვრებელი კვარტალი მოექცა. ვრცელდება ცნობები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ.

ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, დაშავდა ორი ადამიანი. ჩამონგრეულია ადმინისტრაციის შენობა და ოთხი საცხოვრებელი კორპუსი. დაზიანდა ბუნებრივი აირის მილსადენიც, რის გამოც ქალაქის ერთ კვარტალს, მისი მიწოდება შეუწყდა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 101 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

მათივე ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 77 საჰაერო დარტყმა, დაახლოებით 76-ჯერ გაისროლეს უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

"ოკუპანტებმა არტილერიით დაარტყეს ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში 120-ზე მეტ დასახლებას"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

პარალელურად, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა დაარტყეს მოწინააღმდეგის 17 კონცენტრაციის ზონას და დამპყრობლების 1 საზენიტო სარაკეტო სისტემას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი