„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე - პრემიერი

23 აპრილი 2024, 16:08 451 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს კანონი და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებიც გაიხსნება.

„ბევრ რამეს ამბობდნენ, იმასაც, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით, ვერ მივიღებთ ვერაფერს ევროკავშირისგან. 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრეს, სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით, უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი ევროკავშირთან დაკავშირებული. აქაც ხდება იგივე, ამბობენ, რომ ეს კანონი არ ვარგა და არ უნდა მივიღოთ. მაშინ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ახლაც მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ, ევროკავშირის მიმართულებით გაიხსნება მოლაპარაკებები.

მთელი ევროპა დარაზმული იყო სააკაშვილის გასათავისუფლებლად, რადგან იყო უცხო გავლენები ევროკავშირზე, მაგრამ ჩვენ ბოლომდე გავიტანეთ ჩვენი. სააკაშვილთან დაკავშირებით ტყუილი ვრცელდებოდა, ის სიმულირებდა და არ კვდებოდა. რასაც გვეუბნებოდნენ ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები, აღმოჩნდა ტყუილი. არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ სტატუსი. ამ კანონზე გვეუბნებიან, რომ არის ცუდი, ჩვენ გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები. ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში