საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრები ესწრებოდნენ. ,,დღეს სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ”-ამ სიტყვებით დაიწყო სიტყვით გამოსვლა გიორგი კვირიკაშვილმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა უკავშირდება ან წინაპირობაა საქართველოს თავისუფლების აღდგენის.