აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის „მინისტრის საათი“ უმაღლეს საბჭოში

18 აპრილი 2024, 18:17 231 ნახვა

მინისტრის საათის ფორმატში აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოუსმინეს. ჯაბა ფუტკარაძემ დეპუტატებს, უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. მისი ინფორმაციით, გასული წელი რეგიონისთვის ეკონომიკურად აქტიური და წარმატებული იყო. ამბობს, რომ გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და 96 მილიონი დოლარი შეადგინა. უცხოელ ტურისტთა გაზრდილ სტატისტიკაზეც ისაუბრა და მას ადგილობრივიც დაამატა, ჯამში აჭარა გასულ წელს, 4 მილიონ 600 ათასმა ტურისტმა მოინახულა. ჯაბა ფუტკარაძემ ის პროექტები და აქტივობებიც მიმოიხილა, რომლებსაც სხვადასხვა სამინისტრო ახორციელებს. მოხსენების შემდეგ მინისტრს დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს, მათ შორის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სტიქიით დაზარალებულებზე. ოპოზიციონერი დეპუტატი მედეა ვასაძე დაინტერესდა, რატომ პატიოებს მთავრობა კომპანიებს მილიონობით პირგასამტეხლოს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის საათს არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში