შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.