83 მომხრე და ნული წინააღმდეგი,პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს. სხდომათა დარბაზში ოპოზიცია არ იმყოფებოდა. მათი ნაწილი კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა, ნაწილმა კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. განხილვა დღესაც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საკანონმდებლო ორგანოში განვითარებული მოვლენები ვნახოთ ირინე წუწუნავას რეპორტაჟში.