ლევან მაჭავარიანი პარლამენტში ირაკლი ბერაიას შეცვლის.
დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლის, ლევან მაჭავარიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვას მხარი დაუჭირა.