მივა თუ არა საკრებულოში შსს ბათუმის სამმართველოს უფროსი ჯერ, უცნობია. ''ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში'' მიიჩნევენ, 11-12 მარტის მოვლენებმა აჩვენა, რომ ბათუმში პარკირების სისტემა მოუწესრიგებელია. რესპუბლიკელი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ კახაბერ ბუხრაძე გაფართოებულ სხდომაზე მივიდეს და პრობლემის გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელონ.