საქართველოს შეუძლია, მიიღოს კანონი, რომელიც სურს, მაგრამ კანონპროქტი, რომელიც განიხილება, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს - საფრანგეთის ელჩი

16 აპრილი 2024, 17:00 319 ნახვა

საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, შეუძლია, მიიღოს კანონი, რომელიც სურს, ჩვენ და ასევე საქართველოს სხვა მეგობრები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მისი გაწევრიანება, ვეუბნებით საქართველოს, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ქართველმა ხალხმა უნდა განიხილოს.

"საქართველო არის სუვერენული ქვეყანა. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და საქართველოს შეუძლია, მიიღოს კანონი, რომელიც სურს. რისი თქმაც შემიძლია, როგორც საფრანგეთის მთავრობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელს, არის ის, რომ საქართველოს მივესალმებით ევროკავშირის ოჯახში. ჩვენ და ასევე საქართველოს სხვა მეგობრები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მისი გაწევრიანება, ვეუბნებით საქართველოს, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ასე რომ, გადაწყვეტილება საქართველოს მისაღებია. როგორც აღვნიშნე, კანონპროექტი საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ქართველმა ხალხმა უნდა განიხილოს, ჩვენ არ ვართ ის, ვინც კანონების შესახებ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს“, - განაცხადა ელჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში