ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქედაში

15 აპრილი 2024, 20:57 458 ნახვა

ქედაში, სოფელ ზესოფელში სტადიონის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა საკალათბურთო და საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, განთავსდება მაყურებლის სივრცე, განათებები და დაიგება ხელოვნური საფარი. გარდა ამისა მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და დაიდგმება ფანჩატური. სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ქედის მერმა ინფრასტრუქტურის სამსახურთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოებისთვის 180 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში