ბრაზილიის სანაპიროსთან გარდაცვლილი მიგრანტებით სავსე ნავი იპოვეს

15 აპრილი 2024, 08:58 473 ნახვა

ბრაზილიის ფედერალურმა პროკურატურამ და პარას შტატის ფედერალურმა პოლიციამ  ჩრდილოეთ ბრაზილიის შტატის სანაპიროსთან გახრწნილი გვამებით სავსე  ნავის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. შემთხვევის რაიონში ექსპერტები და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჯგუფებია მობილიზებული.

ფედერალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ ჯერ უცნობია მსხვერპლის რაოდენობა, ეროვნება და გარდაცვალების მიზეზი. ნავი მეთევზეებმა იპოვეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულები სავარაუდოდ  ჰაიტელი მიგრანტები იყვნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში