„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი ხვალ დაიწყებს

14 აპრილი 2024, 10:51 417 ნახვა

ხმაურიანი და სადავო კანონპროექტის განხილვას ხვალიდან იწყებს პარლამენტი, პოლიტიკურ მხარეებს არგუმენტაციის გაცვლები სწორედ ხვალიდან, საკომიტეტო მოსმენებზე შეეძლებათ. მოკლედ, წინ საკომიტეტო მოსმენებია, რომლის შემდეგაც პროცესი სხდომების ფორმატში გადაინაცვლებს, საბოლოოდ კი გამჭვირვალობის შესახებ კანონის დამტკიცებას საკანონმდებლო ორგანო 17 მაისს გეგმავს.

ოპოზიციის ნაწილს,  დღის წესრიგი თითქმის  გაწერილი აქვს.  ქუჩაში გასვლას აანონსებენ და აცხადებენ, რომ  კანონპროექტის  მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. დაარეგისტრირეს ალტერნატიული კანონპროექტებიც.  ის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრების მიერ არის ინიცირებული. 

,,გზა რომელიც ოპოზიციამ აირჩია კაგებეს მეთოდებია“ - აცხადებენ მმართველ გუნდში. ამასთან სახელისუფლებო პარტიისთვის გაუგებარია რატომ არ ასაჯაროვებენ  არასამთავრობო ორგანიზაციები დონერების მიერ მიცემულ ფულს რაში ხარჯავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი