ლევილის ქართველთა მამულში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია გრძელდება. დასკვნით ეტაპზეა სხვენისა და ფასადის სამუშაოები, ასევე, დასრულებულია შატოს სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები - აცხადებენ კულტურისა და სპორტის სამინისტროში. პროცესს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი გაეცნო.
მამული მზად არის, წელსაც უმასპინძლოს ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს და არსებობის ისტორიაში პირველად - ქართველ ხელოვანთა რეზიდენციას.
2 მაისიდან კი რეაბილიტირებულ მამულში განთავსებულ სტუდიებში რამდენიმე კვირა იცხოვრებენ თბილისის სამხატვრო აკადემიის მოქანდაკე სტუდენტები 4 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული პარკისთვის საკუთარი შთაგონებით შექმნიან სხვადასხვა ინსტალაციასა თუ ქანდაკებას, რომლებიც ამავე პარკში დარჩება.