ბათუმის მე-7 ბაღის გათავისუფლებული თანამშრომლები გამგის წინააღმდეგ

12 აპრილი 2024, 18:18 410 ნახვა

ბათუმის, მეშვიდე საბავშვო ბაღის გამგის სოფიო ჩიჩუას წინააღმდეგ, ამავე ბაღის გათავისუფლებული პედაგოგების უფლებადამცველმა პროკურატურას საჩივრით მიმართა. ადვოკატის თქმით, N-7 საჯარო ბაღის გამგემ პირადი შურისძიებისა და პიროვნული შეუთავსებლობის ნიადაგზე ამავე ბაღის ორი აღმზრდელის, მიმართ უკანონო მოქმედებები ჩაიდინა და მშობლები მათ წინააღმდეგ განაწყო. მშობლების პროტესტის შემდეგ ორი აღმზრდელი ბაღიდან გაათავისუფლეს, რის გამოც ადვოკატი მათი ღირსების შელახვაზე საუბრობს. ჩვენ დავუკავშირდით მე-7 საჯარო ბაღის გამგეს, სოფიო ჩაჩუამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მისი თქმით, ბრალდებები უსაფუძვლოა. ბაღების გაერთიანებაში წერილობით განმარტეს, რომ N7 საბავშვო ბაღის პედაგოგის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ, ინფორმაციის გაჟღერებისთანავე კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებები გატარდა. პედაგოგი გადაყვანილია სხვა საბავშვო ბაღში, საკითხზე კი მოკვლევის შედეგებს ელოდებიან. უწყებაში განმარტავენ, რომ საბავშვო ბაღების ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და კვლავ იმოქმედებს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში