ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევი კონკურსი

11 აპრილი 2024, 10:01 239 ნახვა

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსში პრეზიდენტის წარმომადგენელი სოლოდარობის ნიშნად მონაწილეობას არ მიიღებს. მისი განცხადებით, კომისიის სხდომაზე მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უცხოური გავლენის  გამჭვირვალობის შესახებ კანონის მეორედ ინიცირება გააპროტესტეს და თავმჯდომარეს მოუწოდეს განხილვები 15 აპრილამდე გადადებულიყო, თუმცა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მესამე სექტორმა მუშაობა შეაჩერა.  ამის გამო პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროცესში მისი   წარმომადგენელი მონაწილეობას არ მიიღებს.

კონკურსში მონაწილეებთან გასაუბრება ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში