მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმ სანქციებზე ისაუბრა, რომელიც ვიზის ვადის გასვლის შემდეგ შენგენის ზონაში მოქალაქის დარჩენის შემთხვევაში ამოქმედდება. 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ საბაჟო სისტემაში წითელი სიგნალი აინთება და რეადმისია დაიწყება,რაც დამრღვევი პირის საქარველოში დაბრუნებას გულისხმობს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დამრღვევი მოქალაქეების რეადმისიას პირველ ეტაპზე სახელმწიფო დააფინანსებს, შემდგომში კი ეს ხარჯი თავად ვადის დამრღვევს დაეკისრება. გიორგი კვირიკაშვილი განცხადებით, საქართველოს მაქსიმალურად იმუშავებს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან, რათა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღოს.