პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

03 აპრილი 2024, 10:06 440 ნახვა

დღეს „მინისტრის საათი“-ს ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

დავითაშვილი სესიაზე თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული მუშაობისა და გეგმების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

პარლამენტის ტრიბუნა ასევე დაეთმობა დეპუტატების პოლიტიკურ განცხადებებს. მმართველი გუნდის განცხადებები კვლავ ეკონომიკის სწრაფ ზრდას ეხება, ოპოზიცია კი ხელისუფლებას ეკონომიკაზე მათი შეფასებების გამო აკრიტიკებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი