გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. ფარულ მოსმენებზე პასუხისმგებელი ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების არგუმენტს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტი პირველადი, პარლამენტის მიერ მიღებული სახით უნდა დარჩეს.
„ის სტრუქტურები, რომლებზეც საუბრობენ, საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაშია, ამიტომ, თვისობრივი ცვლილება ვერ მოხდებოდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.