EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

28 მარტი 2024, 12:51 454 ნახვა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოსა და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება ოთხი ავიაკომპანიის მიერ, რვა მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, უკვე დაიწყეს მოლაპარაკება უცხოურ და ქართულ ავიაკომპანიებთან, რათა EURO 2024-თან დაკავშირებით, ფრენების სიხშირესთან ერთად, გერმანიის მიმართულებით ჩარტერული რეისებიც დაემატოს. 

რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირეებით იგეგმება:

Georgian Airways:

• თბილისი – მიუნხენი – თბილისი – სამი სიხშირე;

• თბილისი – ბერლინი – თბილისი – ორი სიხშირე კვირაში.

Wizz Air:

• ქუთაისი – ბერლინი – ქუთაისი – კვირაში სამი სიხშირე;

• ქუთაისი – დორტმუნდი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე;

• ქუთაისი – მემინგემი – ქუთაისი – კვირაში სამი სიხშირე;

• ქუთაისი – ჰამბურგი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე;

• ქუთაისი – ფრანკფურტი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე.

Lufthansa:

• მიუნხენი – თბილისი – მიუნხენი – ათი სიხშირე კვირაში.

Eurowings:

• ბერლინი – თბილისი – ბერლინი – ერთი სიხშირე კვირაში;

• დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი – ორი სიხშირე კვირაში.

სულ, 2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება ათი ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში