თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით, Georgian Wings-ი ​ პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იწყებს

28 მარტი 2024, 10:31 391 ნახვა

4 მაისიდან, ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით.

Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737- ით შეასრულებს.

"აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, როგორც საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ორმხრივად ტურისტული ნაკადების გაზრდის კუთხით. ახალი მარშრუტი არა მხოლოდ აფართოებს საქმიანი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, არამედ ხსნის შესაძლებლობების ფართო არეალს, როგორც ქართველი, ასევე ჩეხი მოგზაურებისთვის, აღმოაჩინონ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, გაეცნონ და შეისწავლონ საუცხოო არქიტექტურისა და კულტურის მქონე, დედაქალაქები. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს ყველა პარტნიორს და დაინტერესებულ მხარეს მხარდაჭერისთვის და მოუთმენლად ველით მგზავრებს თბილისი-პრაღის ავიარეისზე“- აცხადებს შალვა კიკნაძე, ავიაკომპანიის პრეზიდენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი