“მედია გარემო და მედიის რეგულირება”- თემაზე კომუნიკაციების კომისიამ საჯარო ლექცია ჩაატარა.
სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია, თუ როგორია საქართველოში არსებული მედია გარემო და ქვეყნის მედიაპოლიტიკა, ასევე, რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და ამასთან ერთად, რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიის განვითარებაში.
შეხვედრები სტუდენტებთან კვლავ გაგრძელდება.