ცვლილება საარჩევნო კოდექსში - ინიციატივა ბიუროს წარედგინება

25 მარტი 2024, 14:01 456 ნახვა

საკანონმდებლო ცვლილება, რომელზეც პარლამენტი იმსჯელებს და რომლის ინიციატორიც ამ შემთხვევაშიც ,,ქართული ოცნებაა“.  

"საარჩევნო კოდექსს“,  ახალი მუხლი დაემატება, რომლის თანახმადაც, პარტიას უფლება ექნება, პარტიული სიის შედგენისას პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

 ცვლილებები ეხება საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებასაც.  

პროექტის მიხედვით, საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს და მეორე ტური აღარ ჩატარდება.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი