კათოლიკური სამყარო ბზობას ზეიმობს

24 მარტი 2024, 18:01 429 ნახვა

დღეს, საქართველოს კათოლიკური ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას განასახიერებს.

აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე, დიდმარხვის მეექვსე კვირას აღინიშნება. ამ დღეს, ტრადიციულად, ტაძრებში აღევლინება წმ. წირვა და იკურთხება ბზის ტოტი.

ბზობას აღნიშნავენ კათოლიკე მორწმუნეები ბათუმშიც.

როგორც ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ამბობს, დღეს მრევლისთვის დიდი დღესასწაულია.

მორწმუნეები მოძღვართან ერთად ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ, შემდეგ კი წირვა ტაძარში გაგრძელდა.

პადრე გაბრიელე ბრაგანტინიმ დღეს სრულიად საქართველოს და მსოფლიოს მშვიდობა უსურვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი