კაცი, რომელიც ქობულეთში დაჭრეს, კლინიკაში გარდაიცვალა

23 მარტი 2024, 22:24 1872 ნახვა

40-წლამდე კაცი, რომელიც, დღეს, ქობულეთში დაჭრეს, კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც ქობულეთის ევექსის ჰოსპიტალში ამბობენ, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანილ კაცს, გულმკერდის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. მედიკოსების ინფორმაციით, დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

კლინიკის ცნობით, დაშავებული საავადმყოფოში თვითდინებით შეიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ, მოქალაქეებს შორის, შელაპარაკება უძღოდა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი