სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა ევროკომისიის რეკომენდაციების ფუნდამენტური საკითხია - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია საუბარი. ვკითხულობთ, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.
პრესსპიკერი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად საქართველომ უნდა დანერგოს "არაორდინალური შემოწმების სისტემა", რაც გულისხმობს იმას, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოხდება სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა და პირების შემოწმება.
კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და სასამართლოს თავმჯდომარეების. ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ბოლო დღეებში გაკეთებული კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს შემოწმების სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია.
ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებით, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს მოსამართლეების დამოუკიდებლობა.