ილია დარჩიაშვილის ინტერპელაცია პარლამენტში

22 მარტი 2024, 17:57 460 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში ხმაურის ფონზე - კამათი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადებას მოჰყვა. გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ უცხოეთში მყოფმა ემიგრანტებმა საკონსულოებს მიმართეს საარჩევნოდ აღრიცხვისთვის, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. პოლიტიკოსმა დიპლომატიური წარმომადგენლობები პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა, რის გამოც უმრავლესობის დეპუტატები - მამუკა მდინარაძე და ირაკლი ბერაია მას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. "ქართული ოცნების" წევრებმა გიორგი ვაშაძე სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს. ილია დარჩიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მოთხოვნით, ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე იყო დაბარებული.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი