ენტონი ბლინკენი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

22 მარტი 2024, 14:05 386 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თელ ავივში ჩავიდა, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი ასევე ისრაელის ომის კაბინეტის წევრებსაც შეხვდება. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი დოჰაში მოლაპარაკებების განახლებას ემთხვევა და ის მიზნად ისახავს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას.

უცხოური მედიის ცნობით, ბლინკენის ვიზიტი ისრაელში, დაძაბული იქნება, ვინაიდან პრემიერმა პირობა დადო, რომ რაფაჰში სამხედრო შეჭრას განახორციელებს.

თავის მხრივ, ენტონი ბლინკენი აღნიშნულ ოპერაციას შეცდომად მიიჩნევს და აცხადებს, რომ აუცილებელია, რომ ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას საჭირო რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი