ერგნეთში რამდენიმე საათს გაგრძელდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 118-ე შეხვედრა. ქართული მხარე აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისგან ცინიკური პოზიცია მოისმინა თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე. შეხვედრაზე განხილვის თემა იყო უკანონო "ბორდერიზაცია". „ამაზეც საოკუპაციო ძალების პოზიცია არის უცვლელი: ისინი აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ ამ ნეგატიური, უკიდურესად დესტრუქციული პროცესის ლეგალიზებას. აცხადებს ქართული მხარე