ქობულეთში კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა

20 მარტი 2024, 14:13 1005 ნახვა

ქობულეთში, კორპუსის ფასადის სარემონტო სამუშაოების დროს ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის, "ევექსის" ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა თავის არეში აქვს და ამ დროისთვის კვლევები უტარდება. 

შემთხვევის ადგილას პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

კლინიკაში იმყოფება სამშენებლო კომპანია "გეგუს" წარმომადგენელიც, თუმცა კითხვაზე იყო თუ არა მშენებლობის დროს მუშის უსაფრთხოება დაცული, ამ ეტაპზე, კომპანიაში კომენტარი არ გაკეთებულა.

ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ კომპანიას მერიის ზედამხედველობის სამსახურისგან სამუშაო პროცესის დარღვევით მიმდინარეობის გამო, სიტყვიერი გაფრთხილება ჰქონდა მიღებული. უწყებაში აღნიშნავენ, რომ კომპანიას მითითების გამოსასწორებლად რამდენიმე დღიანი ვადა მიეცა, რის შემდეგადაც სხვადასხვა ზომები უნდა გაეტარებინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი