ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა

20 მარტი 2024, 10:50 447 ნახვა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე "ქართული ოცნების" ინიციატივამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. შედეგად დოკუმენტი, რომელიც  საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას ეხებოდა, ევრონესტზე აღარ განიხილება.

რეზოლუციის ინიცირებისთვის საჭირო იყო 10 ხმა, თუმცა მას უკრაინის დელეგაციამ და ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა  მხარი არ დაუჭირეს.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დოკუმენტს ხელი მხოლოდ "ქართული ოცნებისა" დეპუტატებმა და მოლდოვის დელეგაციის წევრებმა მოაწერეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი