პრეზიდენტის ვეტო

20 მარტი 2017, 00:00 2283 ნახვა

პრეზიდენტის მორიგი ვეტო. გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონის პროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკვე მეორედ უკან დაუბრუნა. მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაშიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ქართული ოცნება ვეტოს დაძლევს, თუმცა პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ კანონმდებლები ჩაუღრმავდებიან შენიშვნებს და ვეტოს დაძლევის დემონსტრირების ნაცვლად, საქართველოს უკეთეს კანონმდებლობას მისცემენ. პრეზიდენტი ვეტოს დადებას ორი ძირითადი ხარვეზით ხსნის. მისი შეფასებით კანონთა პაკეტი ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე, ითვალისწინებს გაუმართლებელ ხარჯებს. პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტის მთავარი სიახლე - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩამოყალიბდება. ფარულ მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი