ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს, ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში - პრემიერი

19 მარტი 2024, 11:58 468 ნახვა

დღეს არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი ცესკოში, რადგან წელიწად ნახევრის წინ არიან არჩეული 6 თვის ვადით ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და 2 წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არა აქვს.

„ეს არის ერთგვარი ჩიხური მდგომარეობა. ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა თავის დროზე, მე, როგორც პარლამენტის წევრი, ჩართული ვიყავი ამ კანონპროექტის შემუშავებაში, ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას. ცესკო არ შეიძლება დარჩეს ჩიხში. სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ ექნება ეს სურვილი.

აქედან გამომდინარე, ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში. ეს აბსოლუტურად მიუღებელია იმისთვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი, გამართული არჩევნების ჩატარებას. აუცილებელია ამ ვეტოს დაძლევა“, - აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი