საგარეო საქმეთა მინისტრი მექსიკის საზღვართან საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე

18 მარტი 2024, 15:00 521 ნახვა

არავინ არ არის გატაცებული! ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში! - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მექსიკაში საქართველოს მოქალაქეების სავარაუდო გატაცებას ეხებოდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს თითოეული კონსული და დიპლომატიური წარმომადგენლობა მზადაა მოქალაქეების ინტერესის დასაცავად. ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან საქართველოს 30-მდე მოქალაქის გატაცება მოხდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი