აქტუალობას არ კარგავს ვინ დათანხმდება მოსამართლეებისგან ე.წ-ლი ვეტინგის სისტემის შემოღებას და შესაბამისად კეთილსინდისიერების შემოწმებას. უკვე ცნობილია რამდენიმე მოსამართლის ვინაობა, ვინც ამ სისტემას ემხრობა თუმცა არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ინიციატივა მიუღებელია.
საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმებისთვის მზაობას გამოხატავს სულ მცირე, 10 მოსამართლე, რომლებიც საკვანძო თანამდებობებზე არიან და მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმზე პრეტენზია არ აქვთ.
აზრი ორად არის გაყოფილი პოლიტიკურ წრეებშიც, მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ენმ-ს ინიციატივა არაკონსტიტუციურია, ოპოზიციის ნაწილი კი იდეას იწონებს.
აქვე გაგახსენებთ რომ სასამართლო სისტემის შესახებ ახალი რეკომენდაცია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში გაჩნდა, 15 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ.