დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოების გამო, დღეს შესაძლოა დაფიქსირდეს წყლის ამღვრევა და წნევის ვარდნა - “ბათუმის წყალი”

15 მარტი 2024, 17:53 458 ნახვა

“ბათუმის წყალის” ინფორმაციით, ცენტრალური წყალმომარაგების დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოების გამო, დღეს 23:00 საათიდან, შესაძლოა დაფიქსირდეს წყლის ამღვრევა და წნევის ვარდნა. 

“ჯაყელის ქუჩაზე მიმდინარეობს ინჯალოს რეზერვუარიდან გამომსვლელი ცენტრალური წყალმომარაგების დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები. 

ამ ეტაპისთვის ქალაქის წყალმომარაგება ძირითადად ხორციელდება სალიბაურის რეზერვუარიდან. დაახლოებით 23:00 საათისთვის ქალაქის წყალმომარაგება სრულად გადაერთვება ერთ რეზერვუარზე, რის შედეგადაც შესაძლებელია მოხდეს ქსელში არსებული წყლის ამღვრევა და წნევის ვარდნა.

დამატებითი შეზღუდვების შესახებ, აბონენტებს დაუყოვნებლივ ეცნობებათ შესაბამისი ინფორმაცია შეტყობინებების საშუალებით.

ასევე, დამატებით გაცნობებთ რომ აღნიშნული და მოსალოდნელი შეზღუდვები 15 მარტის 23:00 საათიდან 16 მარტის 09:00 საათამდე იქნება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი