სტუდენტების სტაჟირების პროგრამა

15 მარტი 2024, 10:44 947 ნახვა

წარმატებულ სტუდენტებს სახელმწიფო ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან.

პროგრამის შესახებ პირველი პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა.

სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის გარემოება, რომ უშუალოდ ენერგეტიკული მიმართულებების გარდა, პროგრამა გულისხმობს ასევე სხვა პროფილის სტუდენტების სტაჟირებასაც, რის შემდეგაც შესაძლებელია დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი