თბილისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

14 მარტი 2024, 09:52 374 ნახვა

თბილისში, გვიან ღამით, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

დედაქალაქის მერიის ცნობით, მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა. ასევე აღნიშნავენ, რომ კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, მოსახლეობა საცხოვრებლად კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში