ე.წ. ვეტინგის სისტემა კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასდროს გაზიარებული არ იქნება - თეა წულუკიანი

12 მარტი 2024, 16:15 315 ნახვა

ე.წ. ვეტინგის სისტემა კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასდროს გაზიარებული არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გარედან ვინმეს მიერ ქართველი მოსამართლეების შეფასება არის საქართველოს სუვერენიტეტისთვის შეურაცხმყოფელი და კატეგორიულად მიუღებელია.

„ე.წ. ვეტინგის სისტემა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასდროს გაზიარებული არ იქნება. ახლა უკვე თვალსაჩინოა, რომ მოცემული „ვეტინგის“ სისტემა საქართველოში უნდა შემოიტანოს კრიმინალმა, ზურაბ ადეიშვილმა, მისმა ყოფილმა მოადგილე წოწორიამ, რომელთაც უკვე შეაცდინეს ერთი ორი სხვა ქვეყანა და სავალალო შედეგი მოიტანა ამ ე.წ. რეფორმამ თუნდაც მოლდოვაში, სადაც მათ ეს ფანდი გაუვიდათ. ჩვენ უკვე ვიცით, ვინ არის ზურა ადეიშვილი. ჩვენმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ თავის თავზე გამოსცადა ამგვარი ე.წ. რეფორმების ბოროტი და დამაზიანებელი ეფექტები და ჩვენ სწორედ ამგვარ ფსევდორეფორმებს, იდეებს არ გავიზიარებთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში