ფოთის თეატრის გასტროლი ბათუმში

06 მარტი 2024, 09:33 689 ნახვა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის გასტროლი ბათუმის დრამატულ თეატრში. დასმა სპექტაკლი “ქარიშხალი“ წარადგინა.

უილიამ შექსპირის ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლზე რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა იმუშავა. 

“ქარიშხალი“ ეხება  ამბავს, სადაც წარმოსახვებში მყოფი ადამიანი სჯის და ანადგურებს მათ, რომლებმაც ის შეურაცხყვეს, თუმცა დასასრულს დგება პატიების ჟამი, როგორც საკუთარი თავის, ისე სამყაროსა და მტრებისადმი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში