დედის დღისადმი მიძღვნილი სალონური საღამო 

03 მარტი 2024, 18:04 656 ნახვა

3 მარტი დედის დღე სალონური საღამოთი აღნიშნეს  სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციაში. ორგანიზაციის წევრებმა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ბათუმელ ქალებს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე დედის დღესთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეო-რგოლი აჩვენეს, წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს თარიღის მნიშვნელობაზე, დედის როლსა და ამაგზე და დედებს დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცეს.

სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ინიციატივით მსგავსი ტიპის ღონისძიება ყოველწლიურად იმართება.

ასევე, ტრადიციულად 3 მარტს  სკაუტები მსვლელობას მართავენ ქალაქის ქუჩებში და ბათუმელებს დედის დღეს ულოცავენ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი