გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის - ირაკლი კობახიძე

02 მარტი 2024, 10:15 494 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნულ გმირ, გურამ გაბესკირიას იხსენებს.

"2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, თავდადებული მამულიშვილის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.

 

დღეს, ტკივილით და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ ქართული ხასიათის საუკეთესო გამოვლინებას, გამოხატულს მის დაუვიწყარ სიტყვებში - არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!

 

გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის.

 

დიდება ჩვენს გმირებს!" - წერს ირაკლი კობახიძე.

ქართველი პოლიტიკოსი და ფეხბურთელი, ასევე, პოლკოვნიკი, ქალაქ სოხუმის მერი, გურამ გაბესკირია, აფხაზმა სეპარატისტებმა 1993 წელს ქართველების ეთნიკური წმენდის დროს მოკლეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში