„შუქურას“ ბედი

29 თებერვალი 2024, 20:23 658 ნახვა

"საფეხბურთო კლუბ შუქურას" წილის მართვის უფლება შესაძლებელია ქობულეთის ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოს გადაეცეს სამართავად. როგორც ქობულეთის მერის პირველი მოადგილე აცხადებს, საფეხბურთო გუნდ შუქურაში ფინანსური დავალიანების გარდა, სხვადასხვა პრობლემები წლების მანძილზე იყო დაგროვილი, რომელიც კერძო პირზე იყო გასხვისებული და ამან გამოიწვია გუნდის პარალიზება. სწორედ ამიტომ ისინი სახელმწიფო აუდიტის ჩართვას აპირებენ ამ პროცესში, რათა დროულად მოხდეს და დადგინდეს კლუბ შუქურას ირგვლივ განვითარებული ფინანსური საკითხების გარკვევა. როგორც ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, პირველ რიგში სწორედ ქობულეთელი მოსახლეობის მოთხოვნა იყო და არის, კლუბის ირგვლივ განვითარებული ფინანსური პრობლემების მოგვარება, რათა მუნიციპალიტეტს დაუბრუნდეს გუნდი, რომელსაც დიდი ისტორია და ბევრი მიღწევები აქვს. დავით მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ ამ პროცესებში თვითმმართველი ორგანოს ჩართულობას აუცილებელია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში