აშშ-ის ელჩის ანგარიში და შეფასებები

28 თებერვალი 2024, 20:16 462 ნახვა

აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და ქართულ-ამერიკულ სტრატეგიული პარტნიორობა- ეს იყო ძირითადი საკითხები, რომლებზეც საქართველოში აშშ-ს ელჩმა ყურადღება გაამახვილა პარლამენტში,საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს. დიპლომატმა გამოსვლა პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით დაიწყო, რომელმაც თქვა, რომ ამერიკა იმუშავებს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, ვინც მათ ინტერესებს იზიარებს. თქვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გარდამავალ ეტაპზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ათწუთიანი გამოსვლის დროს, შეეხო სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებსაც და განაცხადა რომ გასულ წელს ქვეყნებს შორის რეკორდულად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, თუმცა მოცემულობას დიპლომატი საკმარისად არ მიიჩნევს. ვნახოთ რეპორტაჟი

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში