“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება

18 მარტი 2017, 00:00 2571 ნახვა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ხულოს სოციალურ სახლში ბინების  ბენეფიციარებზე გადაცემას ხელოვნურად აჭიანურებს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით ვაშლოვანში სამი 72 ბინიანი კორპუსი ეკომიგრანტებს 2015 წელს უნდა მიეღოთ, თუმცა შენობა დღემდე დაკეტილია, მისივე ინფორმაციით სამივე კორპუსში უყურადღებობის გამო ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში  განმარტავენ რომ, სოციალურ სახლში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების განცხადებების მიღება დასრულებულია, გამგეობის მიერ შერჩეულ ოჯახებს უახლოეს პერიოდში სამთავრობო კომისია შეისწავლის რის შემდეგაც დაიწყება ბინების გადაცემის პროცესი. საცხოვრებელი კომპლექსის აშენებისთვის 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. 

ამავე კატეგორიაში