”ვანდალიზმის აცილება შეუძლებელი იყო”- დავით გაბაიძე

18 მარტი 2017, 00:00 2610 ნახვა

“ვანდალიზმის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო” – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ასევე თოქ - შოუ ფაქტორის ეთერში. დავით გაბაიძის თქმით, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რომლებიც აქციის მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდნენ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ვითარების გამწვავება არ მომხდარიყო, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო. გაბაიძე განვითარებულ მოვლენებს აქციის მონაწილეებს შორის რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს უკავშირებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ იზიარებს მოსაზრებებს ხელისუფლების მიერ დაგვიანებულ რეაქციასთან დაკავშირებით, კითხვაზე თუ ვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა პროცესების მართვაზე როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში არ იმყოფებოდა, გაბაიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევაში რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებს, სამართლებრივი კი ძალოვან უწყებებს ეკისრებათ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი