ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, ახალგაზრდებსა და სტუდენტებს სიტყვით პრეზიდენტმა მიმართა და ამ დღის გააზრებისაკენ მოუწოდა.
სალომე ზურაბიშვილი მოახლოებულ არჩევნებსაც შეეხო. მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნები იქნება: "ევროპა თუ არა ევროპა".
ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მწერლებმაც.
გაიმართა ასევე, კინოდოკუმენტალისტ გია ჭუბაბრიას ფილმის ,,გაფითრებული თებერვლის ლანდი“ ჩვენება, ღონისძიებების სერია კი, ,,მოძრაობის თეატრის“ მიერ საგანგებოდ ამ დღისთვის ოკუპაციის თემაზე შექმნილი პერფორმანსით დასრულდა.